GE
პროფესიონალური ვიზაჟის შემსწავლელი კურსი

კურსის გავლა შესაძლებელია ქუთაისში, თბილისში, გორში, თელავსა და ბათუმში.

კურსი განკუთვნილია: ნებისმიერი მსურველისთვის!

კურსის განმავლობაში მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

  • პროფესიონალური კოსმეტიკით
  • ფუნჯებით
  • მეთოდური მასალებით
  • მოდელებით

პროგრამის შინაარსი:

  • სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და აღჭურვა. მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგია. სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები და წესები.
  • მაკიაჟისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და მეთოდური ინსტრუმენტების მიმოხილვა.
  • სახის კანის ტიპები. სახის მომზადება მაკიაჟისთვის: დემაკიაჟი; დაბანა/გაწმენდა,ტონიზირება; დაცვა/დატენიანება; კვება,სახის კანის კვება
  • სახის ფორმები, სახის ნაკვთების მდელირება-ფორმების გამოყვანა და კორექცია
  • ფერებზე მუშაობა-იტენის თეორიის მიხედვით. ქალთა სეზონურობის დადგენა და მათთვის შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა:  სეზონური მაკიაჟი. (მაკიაჟი და ასაკი); Lifting make up; Nude make up; დღის და საღამოს მაკიაჟი
  • მაკიაჟის სახეობები: Touch up make up/ სწრაფი მაკიაჟი; დღის და საღამოს მაკიაჟი; მაკიაჯი- Pin up girl; ევროპული მაკიაჟი; არაბული მაკიაჟი; საქორწილო მაკიაჟი; Fashion make up; მომავლის მაკიაჟი; სატელევიზიო/ ფოტო-ვიდეო (გადაღების მაკიაჟი)

პროგრამა მოიცავს:

  • თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს
  • მასტერკლასებს

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვა, სანიტარული ნორმების დაცვა, მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა, მათთვის შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა ინდივიდუალურად. თმის, კანის, თვალის ფერისა და ასაკის შესაბამისად, მაკიაჟის დანიშნულების გათვალისწინებით.

აკადემია უზრუნველყოფს მსმენელს

  • სახარჯი მასალით
  • საუკეთესო პროფესიული და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტით, იმისათვის რომ მოსწავლეს ჰქონდეს არჩევნის საშუალება.
  • მსმენელი, რომლებიც გაივლიან პრო-კურსს , კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე აკადემია საჩუქრად გადასცემს 20%-იან ფასდაკლების ბარათს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს მსმენელმა კოსმეტოლოგიის შემსწავლელ კურსზე.

სტუდენს გადაეცემა საჩუქრად:

  • ფუნჯების ნაკრები
  • ფუნჯების სათავსო
  • პალიტრა
  • შპატელი
  • და სხვა საჭირო ნივთი 

კურსის დასასრულს მსმენელებს ტესტირების შედეგად გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი შემდგომი დასაქმებისთვის.

სრული კურსის ღირებულება: ჯგუფში 750 ლარი (გადახდა ეტაპობრივად შესაძლებელია)

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები