GE
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი კურსი

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი" აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ ონლაინ კურსზე. 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბუღალტერია
  • HR
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად. 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი:

  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
  • დაბალი რგოლის მენეჯერები
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები. 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა

კურსის ღირებულება: 360  ლარი 
კურსის ხანგრძლივობა: 20  საათი.

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით.

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
  • წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევთ რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები