GE
კლასიკური და აპარტურული კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი

კურსის გავლა შესაძლებელია ქუთაისში, თბილისში, გორში, თელავსა და ბათუმში.

თქვენ შეისწავლით სამედიცინო ესთეტიკის მოწინავე, როგორც ინექციურ, ისე აპარატურულ მეთოდებს. მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ, როგორც სპეციალისტი, ისე თავად შექმნათ ორგანიზაცია, სადაც შეძლებთ შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებების გაწევას.

კურსი მოიცავს:

  • კოსმეტოლოგია როგორც მეცნიერება, კოსმტოლოგიის მოკლე ისტორია,
  • ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები,
  • (თეორია) სახის კუნთები, ვენები, არტერიები, ლიმფოკვანძები, კანის ტიპები, დერმატოლოგიის საფუძვლები, კანის აგებულება, კანის ფენები და მათი სტრუქტურა, კანის ფუნქციები, ფერიჭამელები, როზაცეა, დემადეკოზი კოსმეტოლოგიაში, გამოყენებადი საშუალებები.
  • მასაჟი: კოსმეტოლოგიური მასაჟი
  • გაწმენდა, მინერალური წმენდა, ვაკუუმური წმენდა, ულტრაბგერითი წმენდა.
  • აპარატურული კოსმეტოლოგია, კანის დიაგნოსტიკა, კოსმეტოლოგიური კომბაინი, ბრაშინგი, დარსონვალიზაცია, ფოტო-ლაზერული ეპილაცია, ფონოფორეზი, მიკროდერმოაბრაზია, ელექტროეპილაცია, ბიოეპილაცია, პარაფინოთერაპია, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება.
  • Bealenda-ით მუშაობა: ნაოჭების საწინააღმდეგო არაინექციური პროფესიონალური ხაზი, აკნეს სამკურნალო ხაზი, კაპილარების მოსასორებელი სამკურნალო ხაზი, პილინგები როგორც ქიმიური ასევე ფერმენტული.
  • პიგმენტაციისა და კანის ზედაპირზე წარმოქმნილი არასასურველი დანამატების მკურნალობა, წამწამების ლამინირება.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი, წარამატებულები დასაქმდებიან.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს, თეორია დაპრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს პარალელურად.

კლასიკური კოსმეტოლოგიური კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შესაძლებელობა აქვს შეისწვალოს ინექციური კოსმეტოლოგია.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

ფილერებით მუშაობა:
ტუჩის მოდელირება ფილერით თეორია, პრაქტიკა. 
ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.
თვალის გარშემო ნაოჭების მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.
გართულებები და მათი მართვა.

ბოტოქსთან მუშაობა:
ბოტოქსის ჩატარების ტექნიკა.
გართულებები.
კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი  და  სარეკომენდაციო  წერილი. აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულებს გაეწევათ დასაქმების რეკომენდაცია აკადემიის  პარტნიორ მედიცინის ცენტრებში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

შენიშვნა: სახელმწიფო რეგულაციით, ინექციური კურსით სამომავლოდ დასაქმება შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები