GE
საექთნო საქმის შემსწავლელი სადიპლომო და სასერტიფიკატო კურსი სტაჟირებით და დასაქმებით

კურსის გავლა შესაძლებელია ქუთაისში, თბილისში, გორში, თელავსა და ბათუმში.

ტრენინგები ტარდება როგორც სტანდარტულ ტრენინგ სივრცეში, ასვე ონლაინ.

კურსის შესახებ: მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული მედდის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. მედდის ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.

პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.

შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან.

თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვისასევე შეძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.

მედდის საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას. მედდის სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, არასამთავრობოორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.

თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვე სასერტიფიკატო კურსი, სადიპლომო 1 წელი.

მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა ერთთვიანი სტაჟრება გაიაროს სხვადასხვა კლინიკებში.

თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია-დახასიათება.  

წარმატებული მსმენელბი დასაქმდებიან.

მსმენელი მიიღება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები