კურსის გავლა შესაძლებელია ქუთაისში, თბილისში, გორში, თელავსა და ბათუმში.
კურსი განკუთვნილია: ნებისმიერი მსურველისთვის!
კურსის განმავლობაში მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან:
- პროფესიონალური კოსმეტიკით
- ფუნჯებით
- მეთოდური მასალებით
- მოდელებით
პროგრამის შინაარსი:
- სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და აღჭურვა. მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგია. სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები და წესები.
- მაკიაჟისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და მეთოდური ინსტრუმენტების მიმოხილვა.
- სახის კანის ტიპები. სახის მომზადება მაკიაჟისთვის: დემაკიაჟი; დაბანა/გაწმენდა,ტონიზირება; დაცვა/დატენიანება; კვება,სახის კანის კვება
- სახის ფორმები, სახის ნაკვთების მდელირება-ფორმების გამოყვანა და კორექცია
- ფერებზე მუშაობა-იტენის თეორიის მიხედვით. ქალთა სეზონურობის დადგენა და მათთვის შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა: სეზონური მაკიაჟი. (მაკიაჟი და ასაკი); Lifting make up; Nude make up; დღის და საღამოს მაკიაჟი
- მაკიაჟის სახეობები: Touch up make up/ სწრაფი მაკიაჟი; დღის და საღამოს მაკიაჟი; მაკიაჯი- Pin up girl; ევროპული მაკიაჟი; არაბული მაკიაჟი; საქორწილო მაკიაჟი; Fashion make up; მომავლის მაკიაჟი; სატელევიზიო/ ფოტო-ვიდეო (გადაღების მაკიაჟი)
პროგრამა მოიცავს:
- თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს
- მასტერკლასებს
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვა, სანიტარული ნორმების დაცვა, მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა, მათთვის შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა ინდივიდუალურად. თმის, კანის, თვალის ფერისა და ასაკის შესაბამისად, მაკიაჟის დანიშნულების გათვალისწინებით.
აკადემია უზრუნველყოფს მსმენელს
- სახარჯი მასალით
- საუკეთესო პროფესიული და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტით, იმისათვის რომ მოსწავლეს ჰქონდეს არჩევნის საშუალება.
- მსმენელი, რომლებიც გაივლიან პრო-კურსს , კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე აკადემია საჩუქრად გადასცემს 20%-იან ფასდაკლების ბარათს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს მსმენელმა კოსმეტოლოგიის შემსწავლელ კურსზე.
სტუდენს გადაეცემა საჩუქრად:
- ფუნჯების ნაკრები
- ფუნჯების სათავსო
- პალიტრა
- შპატელი
- და სხვა საჭირო ნივთი
კურსის დასასრულს მსმენელებს ტესტირების შედეგად გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი შემდგომი დასაქმებისთვის.
სრული კურსის ღირებულება: ჯგუფში 750 ლარი (გადახდა ეტაპობრივად შესაძლებელია)
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით