GE
აქცია ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის ტრენინგ-კურსზე!
ღირებულება: 130 ლარი

„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“ -ში დაიწყო აქცია :„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის“ ექსპრეს ტრეინინგ-კურსზე + სერტიფიკატი!

მიმდინარე აქციით ტრეინინგ-კურსზე 400 ლარის ნაცვლად გადაიხდით 130 ლარს! 

კურსი  ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ აუდიტორიაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში ზუმის აპლიკაციის მეშვეობით, სამშაბათი-ხუთშაბათი 15:00 საათზე და დაიწყება 10 აგვისტოდან!

სრული კურსის მოიცავს 10 სალექციო საათს და გადანაწილდება დღეში 2 საათიანი ან 2,5 საათიანი ლექციებით!

ტრეინინგ-კურსის საფასური მიმდინარე აქციით 130 ლარი!

იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით 2 აგვისტომდე უნდა მოახდინოთ განაცხადის შევსება და ნაწილი თანხის ანგარიშშწორება.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერტიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე (ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური 20 ლარი)

ITC- ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორენოვან ლიცენზირებულ სერტიფიკატს! რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში!

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

  • „I T C“ - ტრეინინგ ცენტრი უკვე წლებია აპრობირებულია და გამოირჩევა ინოვაციური და პროფესიონალური ტრეინინგ-კურსებით!
  • „I T C“ - ტრეინინგ ცენტრის სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი პროფესორ-მასწავლბელები. 
  • „I T C“ ორიენტირებულია ინოვაციურ სასწავლო პროგრამებზე;
  • „I T C“-ის კურსებით და ცენტრში მიღებული ცოდნით დასაქმებული არიან მსმენელები სხვადასხვა სფეროში და როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურაში!
  • „I T C“ გამოირჩევა საუკეთესო სასწავლო გარემოთი და მორგებულია მსმენელის მოთხოვნებს.

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია:

  • მასწავლებლებისთვის, 
  • ფსიქოლოგებისთვის, 
  • სტუდენტებისთვის, 
  • მშობლებისთვის, 
  • სოც.მუშაკებისთვის, 
  • ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს მსმენელს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემუ ქცევას. ასევე როგორია მოზადრის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქო-სოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების დარღვევის რამდენიმე ფორმა. მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუსაობისას. იქნება ეს მათთნ კომუნიკაცია თუ მათი ასაკობრივი თაისებურებების, მოთხოვნილებების ად ამოტივების სსწორად აღქმა და გააზრება.

საკითხებისადმი ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოზარდის მიე ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგოროც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან არამედ გავიზიაროთ და დავინახოთ სრული სოციალური და ფსიქოლოგირი კონტექსტი, რაც საბოლოოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

1. ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები: შემეცნებითი/კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს „ინტელექტუალური განვითარების თეორია.“

  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა- განვითარების პროცესში.

2. ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:

  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები; ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო-სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.

3. აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:

  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

4. როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.

  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.

5. მოზარდობა-გარდამვალი ასაკი.

  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური” ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

კურსი მოიცავს 10 სალექციო საათს

კურსის საფასური: 130 ლარი

ტრეინინგ-კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიყევით ბმულს ან ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სათაურის ზოლში მიუთითებთ კურსის დასახელებას).

მსმენელს აქვს შესაძლებლობა სურვილის მიხედვით კურსის დასრულების შემდგომ აიღოს ორენოვანი ლიცენზირებული სერტიფიკატი ტესტირების (რომელიც მოიცავს ტრეინინგზე განხილული თემების შეჯამებას) საფუძველზე. ტესტირებაზე რეგისტრაციის და სერტიფიკატის საფასური შეადგენს 20 ლარს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით - აუცილებელია განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე და უნდა მოახდინოთ ნაწილი თანხის (25 ან 30 ლარის) ანგარიშსწორება 2 აგვისტომდე რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე, ხოლო დანარჩენს გადაიხდით ტრენინგის დაწყებისას!

თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:

  • ს.ს. „თიბისი ბანკი“, ა/ა GE 50TB7841336080100003, მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“
  • ს.ს. „საქართველოსბანკი“, ა/ა GE03BG0000000725061400, მიმღები: შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“

იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები