GE
SAT ტესტისთვის მოსამზადებელი კურსი

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF ამერიკაში ან ევროპაში ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსს SAT-ის ტესტირებისათვის.

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მისი უმაღლესი ქულაა 1600 (ტესტის 2016 წლის განახლებამდე მაქსიმალური ქულა იყო 2400. განახლების შემდგომ წერის სექცია აღარ არის სავალდებულო).

SAT მოიცავს:

  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას.

SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტურ სტრატეგიებზე. SAT - ში მიღებული მაღალი ქულა აპლიკანტს უზრდის როგორც მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტში მოხვედრის ალბათობას, ასევე დაფინანსების მიღების შანსს.

ცენტრში ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები. სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში - მაქსიმუმ 6 მოსწავლე.

გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა: კვირაში 3-ჯერ, 2 აკადემიური საათი (90 წუთი) ვერბალური ნაწილი, მათემატიკური ნაწილი კვირაში ერთხელ 2 აკადემიური საათი (90 წუთი).

SAT-ის ვერბალის კურსის ღირებულებაა 480 ლარი თვეში (12 გაკვეთილი) და 640 ლარი თვეში მათემატიკის ჩათვლით (16 გაკვეთილი მთლიანობაში). არანაკლებ 3-თვიანი კურსის შემთხვევაში ერთიანი გადახდის დროს გათვალისწინებულია 10%-იანი ფასდაკლება.

ცენტრი, აგრეთვე, გთავაზობთ College Counseling -ის ნოვატორულ სერვისს. College Counseling მოიცავს დახმარებას:

  • ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევაში;
  • დაფინანსების მოპოვებაში;
  • სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში;
  • შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნაში.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებული ელფოსტის ან საკონტაქტო ნომრების საშუალებით.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები