GE
ოფის მენეჯერის კურსები და HR მენეჯერის კურსები + საჩუქრად საოფისე პროგრამები!

ტრენინგ ცენტრი „NB“, რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, გიწვევთ ოფის მენეჯერისა და HR- მენეჯმენტის შემსწავლელ კურსებზე და საჩუქრად გთავაზობთ საოფისე პროგრამების კურსს.

გაიარე სამი ტრენინგი ორის ფასად!

ოფის მენეჯერის კურსი გათვალისწინებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ იმუშაონ ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ მენეჯერებად; უკვე დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება ადმინისტრაციული მენეჯერის დონეზე; ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი და ესაჭიროებათ საოფისე პროცედურების ეფექტურად მართვის დანერგვა თავიანთი საქმისთვის. 

თეორიული კურსის შემდეგ მსმენელები უფასო სტაჟირებას გაივლიან ჩვენსავე ორგანიზაციაში. შესწავლიან პრინტერთან და სკანერთან მუშაობას. კომპიუტერზე შექმნიან და ააგებენ საოფისე დოკუმენტაციას, როგორიცაა: (ინვოისები, ხელშეკრულებები, ოქმები, განცხადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სხავდასხვა სირთულის ცხრილები და სატიტულე ფურცლები.)

პროგრამის შინაარსს წარმოადგენს:

  • ოფისის მენეჯმენტის მიზნები და არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზაციის მართვა, ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • მენეჯმენტისა და მენეჯერის უნარ- ჩვევები.
  • სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი
  • სამუშაო დავალების ანალიზი და აღწერა
  • მედია და ინტერნეტ განაცხადების მომზადება
  • საქმიანი შეხვედრები, ორგანიზაციებთან ურთიერთობა. მოლაპარაკების მენეჯმენტი.
  • სამუშაო ჯგუფების ფორმირება, შრომითი რესურსების მენეჯმენტი.
  • დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება, საბუთების წარმოება, ფინანსური მენეჯმენტი.
  • საოფისე მასალების დამომსახურების ბიუჯეტირება
  • პროფორმა ინვოისი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯმენტის საფუძვლები.
  • დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა, თანამედროვე საქმის წარმოება. ელექტრონული ოფისი.
  • მდივან-რეფერენტის შრომის ორგანიზაცია.

HR -მენეჯმენტის ტრენინგ კურსი

სასწავლო პროგრამა წარიმართება ფსიქოლოგიური ტესტებისა და პრაქტიკული მაგალითების გარჩევა ანალიზის (Case Study) მეთოდის გამოყენებით.

  • HR მართვის მიზანი და H R M როლი ორგანიზაციის განვითარებაში
  • ადამიანური რესურსის დაგეგმვა
  • HR მენეჯმენტის განყოფილება; HR მენეჯერის ფუნქციები; HRM პოლიტიკა
  • პერსონალის შრომითი მოტივაცია, მოტივაციის თეორიები, მოტივაციის სისტემები
  • კადრების მოზიდვა, დაქირავება; შერჩევის პროცედურების დაგეგმვა და წარმართვა
  • სამუშაოს აღწერა და ანალიზი; მოთხოვნათა პროფილი
  • ორგანიზაციუილი კულტურა; სამუშაო დისიპლინა
  • პერსონალის ტრენინგი და განვითარება
  • თანამშრომლების / შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცედურები, სისტემები და მეთოდები; შეფასების ინტერვიუ
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება; საშტატო გადაადგილებები; კადრების შემცირება, კადრების დენადობა; პროფესიული სტრესის და შიგა-კონფლიქტების მართვა

საოფისე პროგრამები-Microsoft Office-2019

Ms. Word 2019 – დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება. დოკუმენტში ცხრილების აგება, სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა. CV-ის შედგენა, პრინტერთან და სკანერთან მუშაობა. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება.

Ms Excel 2019- ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფომატირება. ფორმულების შედგენა, პროცენტის გამოთვლა, დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე.  ხელფასის უწყისის შედგენა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება. ბეჭვდის პარამეტრების შესწავლა და მათი გასწორება და დოკუმენტის დაცვა.

Ms Power Point 2019 - პროგრამა განკუთვნილია პრეზენტაციისთვის. სხვადსხვა სლაიდ შოუების აწყობა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2,5 თვეს. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.

ღირებულება: 450 ლარი. (3 -5 კაციან ჯგუფში); ინდივიდუალურად: 600 ლარი.

ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩაწერა წინასწარი რეგისტრაციით.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები