GE
პრაქტიკული ბუღალტერიის სრული კურსი + ექსელის კურსი საჩუქრად

კურსი შედგება სამი საფეხურისგან: 

  • პირველი საფეხური: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით. 
  • მეორე საფეხური: კომპიუტერული ბუღალტერია ORIS; INFO; SUPERFIN (არჩევით). 
  • მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავება) 

მსმენელებს გადეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები!

კურს უძღვებიან 10-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები: მარიამ ბერიძე და ნათია ბირჩაძე

პირველი საფეხური- თეორია:

  • საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროსა და ბანკის ოპერაციები
  • მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა. 
  • ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა.
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-სკორექტირება.
  • ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა.
  • იჯარის აღრიცხვა.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა. პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კურსთაშორისი სხვაობების აღრიცხვა.
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების აღრიცხვა
  • ბალანსის შედგენა

მეორე საფეხური: ORIS-ი; INFO; SUPERFIN -ბუღალტერიის შესწავლა (არჩევით):

  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა.

მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში:

  • სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
  • შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშვალებების ცვეთის გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების განხილვა.
  • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში!

სრული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (36 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ. 

სრული კურსის ღირებულება: (3 თვე) 2-5 კაციან ჯგუფებში - 600 ლარი; ინდივიდუალურად - 900 ლარი . თანხის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად.

შესაძლებელია თითეული საფეხურის ცალკე გავლაც:

თეორიული ნაწილი: (15 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 250 ლარი. ინდივიდუალურად - 350 ლარი
ORIS; INFO:                 (10 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 100 ლარი. ინდივიდუალურად - 200 ლარი
სტაჟირება:                  (15 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 250 ლარი. ინდივიდუალურად - 350 ლარი

Basic Excel 2019 საბაზისო ექსელის კურსი საჩუქრად.

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები