GE
ჯანდაცვის მენეჯმენტი და კლინიკის მართვის კურსი + უფასო სტაჟირება კლინიკაში
ღირებულება: 600 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

სასწავლო პროგრამის ,,ჯანდაცვის მენეჯმენტი" საკითხების შესწავლა მოგცემთ იმ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, რაც უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სპეციალისტს.

ტრენინგის მიზნები

სასერთიფიკატო კურსი მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტურად განახორციელონ სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკური ანალიზი და ორგანიზაციული მენეჯმენტი. კურსის ამოცანაა მსმენელმა მიიღოს თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ჩვევები მენეჯერული საქმიანობის სფეროში.
სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია იმ სპეციალისტების პოსტდიპლომური მომზადებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ სრული სამედიცინო ან სხვა (იურიდიული, ეკონომიური და სხვა) უმაღლესი თუ არაფორმალური განათლება.

პროგრამის შინაარსი:

  • ჯანდაცვის მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • სამედიცინო კადრების მენეჯმენტი
  • ლიდერობა ჯანდაცვის სისტემაში
  • პროფესიული ჩვევების ჩამოყალიბება
  • ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემები
  • ჯანდაცვის სტატისტიკის და კვლევის მეთოდები
  • ჯანდაცვის ოპერაციული მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის სისტემის რეფორმების გატარების თავისებურებები სხვადასხვა ქვეყანაში
  • საქართველოს კანონმდებლობა ჯანდაცვის სფეროში
  • ბიოეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა
  • ჯანდაცვის სერვისების ადმინისტრირება
  • ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება
  • ჯანდაცვის დაგეგმვა და მარკეტინგი
  • საერთაშორისო ჯანდაცვა
  • ხარისხის მართვა ჯანდაცვის სისტემაში
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია

სწავლების ფორმატი

სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, კერძოდ: დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი (Case study), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სწავლის შედეგი

სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტის საქმიანობის ძირითად შედეგს წარმოადგენს კონკურენტულ გარემოში სამედიცინო ორგანიზაციის მდგრადი ფუნქციონირება და განვითარება, რაც მიიღწევა სამედიცინო სერვისების მომხმარებელთა და ორგანიზაციის ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე.

კურსის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მენეჯერი განახორციელებს სამედიცინო დაწესებულების ყველა სტრუქტურის საქმიანობის ანალიზს, კოორდინაციას და რეგულირებას, გამოიკვლევს ბაზარს, მის კონიუნქტურას, მოთხოვნილებისა და მოთხოვნის დინამიკას და მათ შესაბამისად განსაზღვრავს სტრატეგიას კონკურენციის პირობებში, მოამზადებს წინადადებებს სერვისების განვითარების შესახებ, განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას, განახორციელებს კომუნიკაციური პოლიტიკის ფორმირებას, მონაწილეობას მიიღებს დაწესებულების სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროგრამის შემუშავებაში, განსაზღვრავს მარკეტინგული საქმიანობის  ეფექტიანობას.

ლექტორი - პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე 

სრული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ - ინგლისური სერტიფიკატი.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2024
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები