GE
იტ ინჟინერია, Windows, Linux, ქსელი, სერვერი და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი
ღირებულება: 1200 ლარი

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას იტ ინჟინერია, Windows, Linux, ქსელი, სერვერი და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე

კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ლექციების ჩატარების დრო: 19:00-დან 21:00-მდე

სწავლის ღირებულება: 1200 ლარი (სრული კურსი), შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა
 
სწავლა დაიწყება 4 აპრილს (19:00-ზე)
მისამართი: თორნიკე ერისთავის №8/გიორგი ჭყონდიდელის №113 (დიდუბისა და გოცირიძის მეტროდან 5 წუთის სავალზე)

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე ონლაინ; უზრუნველყოფილი იქნებით ვიდეო ჩანაწერებით;
  • კურსის განმავლობაში ჩატარდება 4 დიდი პრაქტიკული მეცადინეობა. თითო პრაქტიკის ხანგრძლივობაა 6-7 საათი; პრაქტიკები ჩატარდება კვირა დღეს;
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
  • მსმენელები სერვერის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Ms Server 2019-ზე, ხოლო ოპერაციული სისტემების დავალებებს Windows 10 და Linux Ubuntu სისტემაზე;
  • კიბერუსაფრთხოების დავალებები შესრულდება Windows 10, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ პროგრამებში;

გაიცემა 11 სერტიფიკატი, აქედან შვიდი არის საერთაშორისო:

  1. Cisco IT Essentials PC Hardware & Software            
  2. LPI Linux Essentials                                                    
  3. Cisco CCNAv7 – Introduction to Networks                  
  4. Network Essentials                                                    
  5. Introduction to Cybersecurity                                
  6. Cybersecurity Essentials 
  7. Cisco CyberOps Associate
  8. Next-ITsupport
  9. Next-ITnetwork
  10. Next-ITserver
  11. Next-ITsecurity 

სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
 
I მოდული - იტ ინჟინერია, ოპერაციული სისტემები (Windows 10, Linux)

  • ომპიუტერის ნაწილები დეტალურად
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
  • კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
  • პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი, მობილური) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
  • ბიოსის კონფიგურაცია
  • პერიფერიული მოწყობილობების გამართვა (პრინტერი, სკანერი, პროექტორი)
  • ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები
  • ვინდოუს და ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია
  •  სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
  • ბრძანებათა ველთან მუშაობა ვინდოუსსა (CMD) და ლინუქსში 
  • მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
  • ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში
  • მომხმარებლებისა და ჯგუფების ადმინისტრირება ვინდოუსსა და ლინუქსში
  • წვდომების განსაზღვრა ვინდოუსსა და ლინუქსში
  • პაკეტებისა და პროცესების მართვა; მონიტორინგი
  • ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა 

II მოდული - ქსელი (Network)

  • ქსელის მიმოხილვა
  • კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
  • პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
  • ფიზიკური შრე
  • სამონტაჟე ინსტრუმენტების (Crimping Tool, Punch Down, Lan Cable Tester)  გამოყენება
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
  • მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
  • ქსელის შრე
  • მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
  • მარშრუტიზაცია (Routing)
  • მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
  • IPv4/IPv6 დამისამართება და ქვექსელებად დაყოფა
  • ICMP პროტოკოლი
  • ტრანსპორტის შრე და აპლიკაციათა შრე
  • ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
  •  DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
  •  უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
  •  MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  •  Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი; 
  •  Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup

III მოდული - სერვერი

  • სერვერული ინფრასტრუქტურის მიმოხილვა; Server 2019-ის ინსტალაცია;
  • Active Directory, DHCP,  DNS  როლების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • Routing და NAT-ის კონფიგურაცია
  • მომხმარებლების მართვა აქტიური დირექტორიის საშუალებით;
  • ფაილ სერვერის გამართვა
  • Remote Access როლის ინსტალაცია და გამართვა;
  • WSUS როლის ინსტალაცია და მომართვა
  • Hyper-V ვირტუალიზაციის აწყობა

 
IV მოდული - კიბერუსაფრთხოება

  • ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა
  • თანამედროვე უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი - SOC
  • უსაფრთხოება ვინდოუსსა და ლინუქს ოპერაციულ სისტემებში (პროცესების, სერვისების, ნაკადების, რეესტრის, Dump ფაილების, ლოგებისა და წარმადობის ანალიზი)
  • ქსელის მონიტორინგი და მონიტორინგის ინსტრუმენტები
  • ქსელის ტრაფიკის სიღრმისეული ანალიზი Wireshark პროგრამით (Ethernet, ARP, IPv4, IPv6, ICMP, TCP, UDP, DHCP, DNS, FTP, HTTP, HTTPS, SMTP, POP3/IMAP)
  • ობიექტების ამოღება ქსელის ტრაფიკიდან
  • მავნე პროგრამებისაგან თავდაცვა; მავნე პროგრამის დინამიური და სტატიკური ანალიზი
  • სხვადასხვა მავნე პროგრამით გამოწვეული ქსელური ტრაფიკის ანალიზი
  • ქსელების სკანირებისა და აღწერის მეთოდოლოგიები
  • სისუსტეების ანალიზი; სისუსტეების მართვა
  • DoS/DDoS თავდასხმები და მათგან თავდაცვა
  • სოციალური ინჟინერიის ტექნიკები და კიბერჰიგიენა
  • ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა (Firewall, IDS/IPS)
  • საწარმოო ქსელების უსაფრთხოება: DLP, PAM, WAF, SIEM, SOAR სისტემების მიმოხილვა
  • წვდომის კონტროლის კონეფციები, AAA-ს გამოყენება და მუშაობა
  • კრიპტოგრაფია (მთლიანობა და ნამდვილობა, კონფიდენციალობა, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით, PKI სისტემა, აპლიკაციები და კრიპტოგრაფიის ზემოქმედება)
  • საბოლოო მოწყობილობის უსაფრთხოება (ანტივირუსული დაცვა, HIDS/HIPS)
  • საბოლოო მოწყობილობების ლოგებისა და  ქსელის ლოგების ანალიზი
  • მუშაობა ქსელის უსაფრთხოების მონაცემებთან; ქსელური მონაცემების კვლევა
  • ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ (SGUIL, ELSA, Kibana, ElasticSearch, Wireshark)
  • ციფრული ექსპერტიზა; ინციდენტის ანალიზი და მასზე რეაგირება
  • უსაფრთხოების დოკუმენტები, რეგულაციები და სტანდარტები; ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები
  • პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ; პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახური; GDPR რეგულაციის განხილვა
     
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები