ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსზე არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში.
რატომ CEU? - ის ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით. ხოლო 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია, სამი პროგრამა კი - ტოპ 100- ულში:
#24 - პოლიტიკა და საერთაშორისო კვლევები
#33 - ფილოსოფია
ტოპ 100 - სოციოლოგია, ისტორია და სოციალური პოლიტიკა და ადმინისტრირება
ტოპ 150 - სამართალი
ტოპ 200 - ეკონომიკა და ეკონომეტრია
CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იმიტომ რომ:
- ყველა ხარისხს, რომლებსაც უნივერსიტეტი ანიჭებს სტუდენტებს ( ბაკალავრის, მაგისტრის თუ დიქტორის) აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში.
- უნივერსიტეტი, საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს, თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს.
- საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
- ის არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სადაც სტუდენტები მუშაობენ მსოფლიო დონის მკვლევარების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.
- უნივერსიტეტის ერთიანი და მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც 140-ი ქვეყნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალის და კურსდამთავრებულების შედგება, ხელს უწყობს ღია საზოგადოების ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ღია დისკუსიებსა და აკადემიურ თავისუფლებას.
- CEU იდეალური ადგილია, თუ სტუდენტებს სურთ გაიუმჯობესონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ- ჩვევები და განაგრძონ მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა უფრო დიდი მიზნებისკენ.
- და ბოლოს- ვენა : მუსიკის დედაქალაქი, ევროპის ახალი ბიზნეს ცენტრი და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი Economist Intelligence Unit-ის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და წინასაწრი რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ - ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტს წარმოადგენს საქართველოში)
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ინგლისური
- სწავლის ფორმა დასწრებით