GE

ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე ქუჩა N8     ტელ.: (+995) 577 38 46 51     ელ.ფოსტა: myeduhous@gmail.com
თბილისი, საქართველო                                   (+995) 579 73 08 93     fb: facebook.com/myeduhous/

მეტი
აქცია - ზოგადი ფსიქოლოგია, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და კონფლიქტის მართვა - ონლაინ კურსი
ღირებულება: 150 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

ტრენინგების ცენტრი „ფსიქოლოგიური განათლების სახლი PETC“ იწყებს გრანდიოზულ აქციას ყველაზე მოთხოვნად სასერტიფიკატო ონლაინ ტრენინგ-კურსზე - „ზოგადი ფსიქოლოგია, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და კონფლიქტის მართვა“.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, ტრენინგის ღირებულების 400 ლარის ნაცვლად თქვენ გადაიხდით მხოლოდ 150 ლარს! ხოლო მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხევაში 130 (თითო მათგანი)

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ აუდიტორიაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, გუგლ მიტის  პლატფორმაზე, დისტანციურად - კითხვა პასუხის რეჟიმში.

ონლაინ აუდიტორიაში ვიწვევთ როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ დაინტერესებული პირებს! 

კურსი დაგეგმილია მსმენელზე ინდივიდუალურად მორგებული  გრაფიკით. 15 აკადემიური საათი  გადანაწილდება დღეში 1:30 საათიანი ლექციებით.
 
სწავლება დაიწყება: 

I ჯგუფი -  28 მარტი 
II ჯგუფი -  4 აპრილი
III ჯგუფი - 11 აპრილი  
IV ჯგუფი -  18 აპრილი

სურვილის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა ორენოვანი - ქართულ-ინგლისური ლიცენზირებული სერტიფიკატი, რომელიც აპრობირებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

სერტიფიკატის რეგისტრაციის საფასურია 20 ლარი 

სერტიფიკატი გადმოგეცემათ იმეილის საშუალებით!

ტრენინგს წაუძღვება ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული არტ-თერაპევტი , ქოუჩი, NLP პრაქტიკოსი , ტრენერი  თეა მუყმანიანი

ტრენინგის მოდულის ელექტრონული ვერსია გადმოგეცემათ უფასოდ!

„ფსიქოლოგიური განათლების სახლი PETC“ არის ტრენინგების ცენტრი, რომელსაც:

  • „PETC“ ჰყავს პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებსაც აქვსთ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • „PETC“ მოწვეული ჰყავს პროფესიონალი ტრენერები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ თანამედროვე ტრენინგების მოდულებზე, რაც მორგებულია მსმენელის ინტერესებზე და შემდეგი დასაქმების პერსპექტივაზე;
  • „PETC“ ფსიქოლოგიურ განათლების სახლს მსმენელს, მისთვის სასურველ კითხვებზე აქვს პასუხები და რეკომენდაციები ფსიქოლოგიაში;
  • „PETC“ მსმენელებს საშუალება ეძლევათ წარმატებით დასაქმდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში, რადგან მიღებული ცოდნა საშუალებას აძლევთ მათ იყვნენ წარმატებულები;
  • „PETC“ მსმენელს არ მოეთხოვება საბაზისო ცოდნა ფსიქოლოგიაში;
  • „P E T C“ ეს არის სასწავლო და კომფორტული გარემო მსმენელებისთვის;
  • „PETC“ მთავარი პრიორიტეტია, მსმენელს მისცემს საშუალებას იყოს წარმატებული და პროფესიონალი.

ტრენინგის მიზანია:

მსმენელმა შეძლოს მომსახურების და კომუნიკაციის ეფექტური მოდელის საშუალებით ადამიანებთან ნდობისა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მოპოვება, არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვების საშუალებით ადამიანებთან ურთიერთობის პროცესის სწორად წარმართვა. სტრესულ სიტუაციაში საკუთარი აზრების გადასტრუქტურირება, სტრესის მართვა საკუთარ თავში და ასევე სხვა პიროვნების დახმარება რთული სიტუაცაში. კონფლიქტურ ვითარებაში ესკალაციის დონის შეფასება და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება, ასევე კოგნიტური რესტრუქტურირების ტექნიკის საშუალებით აგრესიის მართვა. თითოეული საკითხის ცოდნა მსმენელს გაუადვილებს ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესის მისთვის სასურველი მიმართულებით წარმარვას და დაეხმარება ფაქტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებაში,რათა ადვილად მოიპოვოს ადამიანების ნდობა და მოახდინოს დადებითი გავლენა მათზე.

მოდულის მიზანი:

  • ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების შეცნობა;
  • ფსიქიკური პროცესების ანალიზი;
  • ფსიქიკის მუშაობისა და სტრუქტურის თავისებურებების ცოდნა.
  • საკუთარ ფსიქიკურ აქტივობაზე დაკვირვების და კონტროლის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • გარემოსთან მიმართებაში ადაპტაციის უნარი;
  • ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობები: არ აქვს.

სასწავლო კურსის შინაარსი:

ეფექტური კომუნიკაციის მოდელი: (ვერბალური და არა ვერბალური)

  • კონტაქტის დამყარების საფეხურები და კომპონენტები
  • რა არის პიროვნების სუბიექტური და ობიექტური აღქმა
  • აქტიური მოსმენის ტექნიკა
  • გრძნობის ასახვა
  • სენსორული აღქმა და სიტყვების პრედიკატები
  • ურთიერთგაგების მექანიზმები
  • პიროვნული ნდობის მოპოვების გზები
  • ყურადღების რეაქციები,პერიფრაზირება და მისი გამოყენების სტრატეგიები
  • საკომუნიკაციო მესიჯების დაშლა და მიწოდება ინდივიდუალურად
  • „მე“ შეტყიბინება და „შენ“ შეტყობინება
  • ბარიერები კომუნიკაციაში
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • რთულ სიტუაციებში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა

მომგებიანი სხეულის ენის ფლობა და ინტეგრაცია კომუნიკაციის პროცესში

  • პარალინგვისტური ასპექტების გაცნობიერება და მართვა
  • არავერბალური ნიშნების წაკითხვა და ამოცნობა
  • კომუნიკაცია როგორც მომგებიანი შედეგის ინსტრუმენტი
  • სახის მიმიკები და გამოხატული ბაზისური ემოციები
  • მიკროექსპრესიები
  • სიარულის მანერა
  • სხეულის ენა, ხმის ტემბრი, მიმიკა, ჟესტუკულაცია
  • სიცრუის ინდიკატორები
  • პიროვნებათაშორის სივრცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები
  • შეკითხვის დასმის ტექნიკები: ღია კითხვები, დახურული კითხვები, რიტორიკული კითხვები, ალტერნატიური და სუგესტური სუგესტური მიმართვები

კონფლიქტის შემადგენელი ატრიბუტები. ლოკალური სივრცე, კონფლიქტის ობიექტი და მასში ჩაბმული მხარეები.

  • ესკალაციის საფეხურები,
  • დესკალაცია და მედიატორის როლი კონფლიქტში
  • წინასწარგანწყობა და სტერეოტიპები,სტიგმა,დისკრიმინაცია
  • პიროვნების განსაზღვრება
  • ადამიანის ასაკობრივი განვითარების თეორიები,ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
  • პიროვნების თანდაყოლილი და შეძენილი თვისებება
  • პიროვნების სტრუქტურა
  • ხასიათი ტემპერამენტი
  • პიროვნების შეფასება-სქემა-მეთოები
  • პირველი შთბეჭდილება შეცდომები და მიზეზები

სტრესი

  • პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, კლასიკური ტრიადა - პტსა
  • ტრავმული სტრესი,
  •  სტრესის დაძლევის მექანიზმები,
  • რეაქციები სტრესზე,ტრამვის გადატანის ფაზები
  • დეპრესია (მათი განვითარების ეტაპები)
  • კოგნიტური რესტრუქტურირება
  • აგრესიის მენეჯმენტი, ემოციები
  • სიტუაციური გავლენები
  • როგორ ვმართოთ ბრაზი კონსტრუქციულად

ტრენინგზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და თემაში მიუთითოთ სურველი კურსის დასახელება)

თქვენი განაცხადის გასააქტიურებლად, მიმდინარე აქციის ფარგლებში საჭიროა, მოახდინოთ ტრენინგის რეგისტრაციის საფასურის (30 ლარის) ანგარიშსწორება

მითითებულ საბანკო ანგარიშზე:

  • ს.ს.„საქართველოსბანკი“, GE37BG0000000101390073,
  • მიმღები: ი/მ რევაზი ფოცხვერაშვილი

(ტრენინგ ცენტრი ფსიქოლოგიური განათლების სახლი)

რაოდენობა შეზღუდულია! ასაკი შეუზღუდავი!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2024
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები