GE
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
1923 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი.
1926 წელს ინსტიტუტი დაიშალა. მის მაგივრად რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებთან შეიქმნა დრამტული სტუდიები. სახკინმრეწვთან კი კინოსამსახიობო კურსები. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ ვიდრე 1939 წელს აკაკი ხორავას თაოსნობით, (რომელიც 1923 წელს შექმნილი ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო) არ იქნა აღდგენილი თეატრალური ინსტიტუტი.
აღდგენის დღიდან თეატრალური ინსტიტუტი განუხრელად იზრდებოდა.
1940 წელს ინსტიტუტში არსებობდა შემდეგი კათედრები:
  • ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურის, ენისა და ლიტერატურის, მარქიზმ-ლენინიზმის ფაკულტეტი;
  • 1941 წელს გაიხსნა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი;
  • 1949 წელს შეიქმნა მეტყველების კათედრა და სასცენო მოძრაობის კათედრა;
  • 1956 წელს სამსახიობო ფაკულტეტს შეემატა მუსიკალური განყოფილება;
  • 1958 წელს დაარსდა მუსიკალური კომედიის კათედრა. ამავე წელს ინსტიტუტმა გამოუშვა პირველი აფხაზური ჯგუფი, 1964 დაღესტნისათვის მომზადდა სამსახიობო კადრები;
  • 1965 წელს დაარსდა სარეჟისურო-საბალეტმეისტერო განყოფილება;
  • 1967 წელს ინსტიტუტმა გამოუშვა ჯგუფი რუსული თეატრისათვის;
  • 1970 წელს პირველად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული “თეატრმცოდნეობითი ძიებანი”. ამავე წელს შეიქმნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი სამეცნიერო სექტორი;
  • 1972 წელს გაიხსნა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და ტელე-სარეჟისურო ფაკულტეტი;
  • 1973 წელს შეიქმნა სოციოლოგიის კაბინეტი;
  • 1971 წელს მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრა ორად გაიყო. იმავე წელს დაარსდა კინოსარეჟისურო ფაკულტეტი;
  • 1975 წელს ორგანიზებულ იქნა სასწავლო კინოსტუდია.
1983 წელს გაიხსნა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი.
1978-1986 წლებში ტარდებოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალი “ამირანი”.
1989 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორიის საგანი შეიცვალა, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა საგნით.
1989 წლიდან კინოფაკულტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობდნენ მიუნხენის უმაღლესი კინოსასწავლებლების ფესტივალზე.
1991 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მოსამზადებლად გაიხსნა ასპირანტურა-სტაჟირების განყოფილება.
1992 წელს შეიქმნა სახვითი ხელოვნების კათედრა. 1992 წელს ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ის იწოდა საქართველოს შოთა რუსთაველს სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტად.
1993 წელს დაარსდა კინოს ისტორიისა და თეორიის კათედრა. 1993 წელს ინსტიტუტის სამეცნიერო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები რის შედეგადაც სამეცნიერო კვლევითი განყოფილება დაკომპლექტდა შემდეგი დანაყოფებით:
  • თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი სექტორი;
  • სოციალური კვლევისა და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორია;
  • თეატრიის ისტორიის კაბინეტი;
  • კინოს ისტორიის კაბინეტი;
  • სამეცნიერო სასწავლო ბიბლიოთეკა;
  • სარედაქციო განყოფილება;
  • ასპირანტურა;
  • დოქტურანტურა;
  • სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება;
  • მოსწავლეთა თეატრალური აღზრდის პრობლემების შემსწავლელი ლაბორატორია;
  • პროფესორ-მასწავლებელთა საკონკურსო კომისია.
1999 წელს შეიქმნა საავტორო ტელევიზიის კათედრა. ამავე წელს დაფუძნდა სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი. 2001 წელს დაარსდა ლიტერატურული თეატრი.

2002 წლის 31 დეკემბერს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება N566 საჯარო სამართლის იურდიული პირის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ.

2005 წელს თეატრის და კინოს უნივერსიტეტში დაიწყო რეფორმების განხორციელება, მიმდინარეობს განახლების დიდი და საფუძვლიანი პროცესი, განხორციელდა რიგი სტრუქტურული ღონისძიებებისა, აგრეთვე სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის რეორგანიზება, უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვა.

არჩევნების გზით ჩამოყალიბდა მართვის ახალი სისტემა. ჩატარდა სტუდენტთა თვითმართველობის არჩევნები.
არჩეულ იქნა აკადემიური საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
  • გიორგი მარგველაშვილი;
  • ლევან ხეთაგური;
  • ავთო ვარსიმაშვილი;
  • ლელა ოჩიაური;
  • მიხო ბორაშვილი;
  • გია ჭუბაბრია.
არჩეულია აგრეთვე წარმომადგენლობითი საბჭო:
  • ნინო მხეიძე;
  • ვასილ კიკნაძე;
  • ნინო გუნია;
  • გიორგი შალუტაშვილი;
  • მერაბ გეგია;
  • თინა ჭაბუკიანი;
  • გიორგი სიხარულიძე;
  • დავით გუჯაბიძე;
  • ნანა მაჩაბელი;
  • უშანგი გოჩიტაშვილი;
  • ბიძინა გოგიბერიძე;
  • მარი ვახტანგიშვილი;
  • თამარ ტაბატაძე;
  • ლაშა აკულაშვილი.
2008 წლის 12 მარტს რექტორად აირჩიეს პროფესორი გიორგი მარგველაშვილი.

დღეისათვის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და პედაგოგები, მოღვაწეობენ საქართველოში არსებულ ყველა თეატრში, კინოსტუდიასა და ტელეკომპანიაში.
ამ გზით უნივერსიტეტში წარმოშობილი იდეები, ტენდეციები, მიმართულებები, სტილური, ჟანრული და თემატური ძიებები თავისებურ განვითარებას პოულობს ერთიან ქართულ კულტურულ სივრცეში.

ზემოხსენებული კულტურული სივრცე თავადაც ზემოქმედებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო, შემოქმედებით და სამეცნიერო პროცესებზე და ამ გზით იქმნება ერთიანი ქართული თეატრალური და კინემატოგრაფიული სკოლა, ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით.

სკოლა, რომელიც განსაზღვრავდა და განსაზღვრავს თანმედროვე ქართული კულტურის ხასიათს...