GE
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სკოლა ემსახურება რა საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს საპატიო მიზანს, მისცეს მაღალი ხარისხის ზოგადი საშუალო განათლება თავის აღსაზრდელებს. დამატებით იღებს ვალდებულებას, აღზარდოს მაღალი ზნეობის, შრომისმოყვარე, ზრდილობიანი, კომუნიკაბელური, ორგანიზებული, საერთო საქმეში ჩართული და პასუხისმგებელი ახალგაზრდები. ჩვენი უმთავრესია ამოცანაა “ჩვენი აღსაზრდელები მოვამზადოთ ცხოვრებისათვის”.
ჩვენი სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს გთავაზობთ.

ამ გარემოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას.
დაბალანსებული საგანმანათლებლო პროგრამითა და წამახალისებელი აქტივობების გზით მოსწავლეებს ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ვეხმარებით. სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნე და ეთიკურად ჩამოყალიბებული თაობის აღზრდა, რომელიც თავის დროსა და ცოდნას საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, წარმატებულად დააკავშირონ მათი სასკოლო გამოცდილება ადგილობრივ ყოველდღიურ გარემოსთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან.
 
ჩვენი სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი, რაც უზრუნველყოფს მაღალ აკადემიურ შედეგებს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას.

აღნიშნული ცნობარის მიზანია დაგეხმაროთ უკეთ გაითავისოთ თუ როგორ ფუნქციონირებს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა და ადვილად შეეგუოთ ჩვენს გარემოს, რათა თავი იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში. დამატებითთი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს დამრიგებელს, სკოლის ადმინისტრაციას ან სკოლის აკადემიური ნაწილის კოორდინატორს.

ჩვენი მიზანია ეს სასწავლო წელი იყოს წარმატებული და დაუვიწყარი როგორც თქვენთვის, ისე ჩვენი სკოლისათვის.