GE
ბრიტანულ-ქართული აკადემია
აკადემიის ძირითადი მიზანი საქართველოში მსოფლიო დონის მრავალპროფილიანი სკოლის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს მე - 7 და მომდევნო კლასელ მოზარდთათვის უმაღლესი ხარისხის განათლებას.
ბრიტანულ ქართული აკადემია კავკასიის აკადემიური ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობაში ამ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ეს საგანმანათლებლო ცენტრი ერთგულია პრინციპის: სრულყოფილი და საუკეთესო განათლება მოსწავლეს სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის გარემოში.

აკადემიის მიზანია ღირსეულად მოიპოვოს სასწავლო საერთაშორისო აღიარება და ჩვენს ქვეყანაში გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ელიტარული სასწავლებელი, რომლის გამორჩეულობის შინაარსი მის ხარისხთან განათლების მომსახურეობასა და სამართლიანობაში იქნება ასახული.

აკადემია არ შემოიფარგლება სტანდარტული საგნების ჩამონათვალით. ერთ-ერთი უპირატესობა ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებული სიახლე დღევანდელ სინამდვილეში.
ძირითადი საგანმანათლებლო პროცესი ქართულ ენაზე იწარმოებს, მაგრამ დიდი დრო დაეთმობა ინგლისური ენის შესწავლას, რაც მომდევნო კლასებში გადასვლის შემდეგ ხელს შეუწყობს ძირითადი პროფილური საგნების შესწავლის შესაძლებლობას უცხოელ პედაგოგებთან ინგლისურ ენაზე.

აკადემია როგორც დასახელებიდან გამომდინარე, ახლო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ბრიტანეთის რამოდენიმე წამყვან კოლეჯთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ამის საშუალებას აკადემიის თანამედროვე ევროპული სწავლების მეთოდური სპეციფიკა იძლევა.
ბრიტანულ-ქართული აკადემია მიზანმიმართულია მოზარდების როგორც აკადემიურ, ასევე პერსონალურ განვითარებაზე. ის განათლება რომელსაც აკადემია იძლევა არის საკმაოდ მოცულობითი და ამავე დროს აკმაყოფილებს ინდივიდუალურ მოთხოვნილებასაც. თითოეულ მოსწავლეს და მშობელს გადაეცემა აკადემიაში ქცევის კოდექსი, რომლის მუდმივად დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე აკადემიიდან გაირიცხება.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად წარმატებული აკადემიური მოსწრების სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომ თითოეული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მოსწავლეები ვალდებულნი იქნებიან ჩააბარონ როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ტესტები.

კონტექსტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანულ-ქართული აკადემია იმოქმედებს, საწყისი გეგმის მიხედვით საკმაოდ რთული და იმავდროულად გამომწვევიცაა.
ძირითადი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ინფრასტრუქტურისა და აკადემიური პოტენციალის განსავითარებლად შესაბამისი დაფინანსება მივიღოთ.

ჩვენი მიზანია მუდმივად განვავითაროთ მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციულ-ტექნიკური ბაზები და აკადემიური პროგრამები. თავისი მიდგომით, აკადემიას აქვს საუკეთესო შანსი, იყოს ისეთი, როგორადაც საკუთარ თავს სახავს, ანუ-ყველაფერში საუკეთესო, ამიტომ, ჩვენთვის უპირველესია, კონკურენტებთან შედარებით განსხვავებული და უკეთესი ვიყოთ.