GE
წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა
ბრიტანული ცენტრის „წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა“
  წარმოადგენს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზე, გადატვირთული ქუჩებიდან და ავტომაგისტრალებიდან მოშორებით. სკოლის ადგილმდებარეობის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

ჩვენი სკოლა აგებულია თანასწორობის, ეფექტურობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებზე და ყველა საკითხში მოქმედებს აღნიშნული პრინციპების შესაბამისი სტანდარტების დაცვით. სკოლის მიზანია მოსწავლეს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს არამხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვჯერა, რომ მოსწავლეებს „წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში“ შეძენილი ცოდნით შეეძლებათ წარმატებული ცხოვრების გზის გაკვალვა. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჰუმანური, ერთგული და კომფორტული გარემოს შექმნას, რათა აღვზარდოთ განათლებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა. ჩვენთვის ხაზგასმით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ზოგადი განვითარება სულიერი, მორალური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური კუთხით.