GE
ევროპის აკადემიური ცენტრი ცენტრის უმთავრესი დანიშნულებაა საუკეთესო განათლების მიცემა სტუდენტებისათვის. ამისათვის ცენტრში მოწვეული გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები, შერჩეული გვყავს საუკეთესო ადმინისტრაციული პერსონალი, გაგვაჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საგანმანათლებლო ცენტრში სწავლების მეთოდიკა ინოვაციურია და შედეგზე ორიენტირებული.

ცენტრის იმპერატიული მიზანია, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა აკადემიურ და კარიერულ წინსვლას მიაღწიონ.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც განპირობებულია ჩვენი კონტაქტებით სხვადასხვა საგანმამათლებლო დაწესებულებებთან უცხოეთში და მათ მიერ ჩვენი სერთიფიკატების აღიარებით, ეს კი საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენს ცენტრში სწავლების უმაღლეს ხარისხს.
ხარისხიანი და ეფექტიანი განათლების მიცემა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, ხოლო ჩვენი კურსდამთავრებულების აკადემიური და კარიერული წარმატება კი ჩვენი უმთავრესი მიღწევა.