GE
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტი (ISET)
ISET – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში
 
ISET-ის უმთავრესი მიზანი პროფესიონალი ეკონომისტების მომზადებაა,  ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სტუდენტები სწავლობენ ანალიტიკური კუთხით გადაწყვეტილების მიღებას მონაცემების, მათემატიკური და მოდელირების ხერხების გამოყენებით.
 
სკოლის სტუდენტებს, ხარისხის მოპოვების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ დასაქმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და კერძო სექტორში, ასევე კვლევით დაწესებულებებში. შესაძლებელია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურაში საზღვარგარეთ.
 
ISET-ის ლექტორები მხოლოდ მოწვეული, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები არიან.
 
სკოლა განლაგებულია ახლად გარემონტებულ შვიდსართულიან შენობაში მისამართზე ზანდუკელის ქ. #16. აქ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სწავლება დასავლური ყაიდის გარემოში მიმდინარეობს. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ელექტრონული და სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, სამუშაო და დასასვენებელი ოთახები, სხვა თანამედროვე და დასავლური სტანდარტების შესაბამისი პირობები.
 
დღეისათვის დონორი ორგანიზაციების დაფინანსების წყალობით, სტუდენტების 80% უფასოდ სწავლობს, უფრო მეტიც – რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით; სტუდენტები იღებენ სტიპენდიებს 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.
 
ISET ატარებს უფასო მოსამზადებელი კურსებს ინგლისურსა და მათემატიკაში იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში.