GE
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო (JA Georgia)

მსოფლიოში უდიდესი, ბიზნეს ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციის "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" წარმომადგენელი საქართველოში "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"  დაფუძნდა 2002 წლის 25 დეკემბერს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში.
2006 წლის პირველი ივლისიდან ორგანიზაციას  ოფიციალური  საქველმოქმედო სტატუსი მიენიჭა.

"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"  ”ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს  პროგრამების განმახორციელებელია საქართველოში.

მიზნები და ღირებულებები:

  • შეასწავლოს საქართველოს მოქალაქეებს, რა არის "თავისუფლება" - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში;
  • შეამციროს სიღარიბე, გაზარდოს ცხოვრების სტანდარტები და სიმდიდრე საქართველოში;
  • წაახალისოს ფილანტროპული და მოხალისეთა საქმიანობა;
  • სტიმული მისცეს მეწარმეობას;
  • შეაიარაღოს ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნით სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები.
 
ჩვენი ამოცანებია:
  • ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის გავრცელება;
  • საქართველოში ახალგაზრდობისათვის ეკონომიკური განათლების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება სამეწარმეო ორგანიზაციებსა და განათლების სისტემას შორის თანამშრომლობის გზით;
  • საქართველოში პრინციპული, სოციალურად გათვითცნობიერებული, ეთიკურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
  • მოსახლეობის სხვადასხვა ფენებსა და ასაკობრივ ჯგუფებში ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის საფუძვლების პოპულარიზაცია და განათლების დონის ამაღლება;
  • საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამების განხორციელება ადამიანური რესურსების სხვადასხვა ბიზნეს-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით.