GE
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU
2005 წლის თებერვალში დაარსდა კერძო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი(GAU).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს და სამართლის სკოლები როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ ბიზნეს და იურიდიულ განათლებას, ხარისხის მიმნიჭებელ კვალიფიციურ პროგრამებს.
GAU-ს მიზანია მოამზადოს სტუდენტები მზარდი საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის განვითარებისათვის საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში.

მისია
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მაღალი აკადემიური და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე სტუდენტს მისცეს მისთვის მნიშვნელოვანი განათლება, რომელიც ღირებული იქნება ბიზნეს, სამართლისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის.

მიზანი
  • უნივერსიტეტის ეთიკურად, სამართლებრივად და ეფექტურად ფუნქციონირება;
  • თანამედროვე და კომფორტული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევების განმავითარებელი პროგრამების შემუშავება;
  • ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
  • სტუდენტებში მორალური, ფილოსოფიური, სოციალური, ისტორიული, ეკონომიკური და სხვა იდეების სტიმულირება;
  • სტუდენტური გაცვლითი პროგრამების და დისტანციური განათლების დანერგვა;
  • ბიზნესისა და სამართლის პროგრამების მუდმივი განვითარება დასაქმების სამსახურების მოთხოვნების შესაბამისად.