ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 23.11.2017
 
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: კერძო ზოოტექნია (2 ვაკანსია-პროფესორი).

განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან - 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ბიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
პუბლიკაციების ჩამონათვალი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.me/72811096218456

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2017 წლის 1 დეკემბრიდან - 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2017 წლის 8 დეკემბრიდან - 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.agruni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@agruni.edu.ge
ბეჭდვა
© 2017  aris.ge