კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: გურუ სადანი სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 12.01.2018
 
"ჯმთუ გურუ სადანი სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

განცხადების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22, პირველი სართული, ოთახი #102
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა:
გასაუბრება: გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 18 იანვარს
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 22 იანვარს

დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აირჩევა თანამდებობაზე 3 წლის ვადით.
4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის ფორმა ივსება საბუთების წარმოდგენისას უნივერსიტეტში);
რეზიუმე(CV) დადასტურებული ხელმოწერით;
სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული შრომების ყდის ან/და პირველი გვერდების ქსეროასლები.
კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამთავრების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება - რა სფეროშიც აქვთ დაცული);
პირადობის მოწმობის ასლი;
2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე;
ნაშრომების ეგზემპლარები ან ასლები, წიგნებისა და მონოგრაფიების ყდის ქსეროასლები;
შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსი/სილაბუსები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ვებგვერდზე http://www.gmtu.ge ელ ფოსტა info@gmtu.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 599 19 00 59. (ნანა მდინარაძე)
ბეჭდვა
© 2017  aris.ge