სპეციალური მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: 85-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 20.11.2017
ხელფასი: 350 ლარი
 
85-ე საჯარო სკოლას ეასჭიროება სპეციალური მასწავლებელი.
კლასი 1-12

სკოლის ტიპი: საჯარო
ვაკანსიის ტიპი: გამოცდილი მასწავლებლისთვის

სამუშაოს დაწყება: 1 დეკემბერი, 2017წ.
სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 350 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი სპეციალურ განათლებაში. სპეციალისტმა უნდა უზრუნველყოს: 1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური, ფუნქციონალური უნარების შეფასება და აღწერა; 2. მონაწილეობის მიღება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესში; 3. მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების კონსულტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების, ქცევის მართვის და ა.შ. შესახებ; 4. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლესთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; 5. მასწავლებლის მხარდაჭერა გაკვეთილის ჩატარებისას, მისი ასისტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლესთან და კლასთან მიმართებაში; 6. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის ადაპტირებული სასწავლო მასალის შემუშავება; 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის უფლებების დაცვა 8. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაზე ზრუნვა; 9. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის სასწავლო პროცესის დოკუმენტირება. მსგავს პოზიციაზე ან პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა განაცხადი უნდა შემოიტანოს ელექტრონულად (სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნით - tbilisi85@mes.gov.ge) . უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი;. ავტობიოგრაფია/cv; შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; შესაბამისი სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაცია: კონკურსის დროს კომისია პირველ ეტაპზე განიხილავს თითოეულ განაცხადს საბუთების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება კანდიდატის როგორც პროფესიული ცოდნა, ისე პიროვნული თვისებები.

ბოლო ვადა 20 ნოემბერი, 2017წ.
რეგიონი: თბილისი
რაიონი: ისანი-სამგორი
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N131
ტელეფონი: 2749215
ელ-ფოსტა: tbilisi85@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2017  aris.ge