ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ახალ თერჯოლის საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 20.11.2017
ხელფასი: 270 ლარი
 
ახალ თერჯოლის საჯარო სკოლას ეასჭიროება ფიზიკური აღზრდის პედაგოგი.
კლასი 7-12

სკოლის ტიპი: საჯარო
ვაკანსიის ტიპი: გამოცდილი მასწავლებლისთვის
სამუშაოს დაწყება: 1 დეკემბერი, 2017წ.
სამუშაო საათები: 9 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 200-270 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს: 1. უნდა იყოს უფროსი მასწავლებელი; 2. ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდა და პროფესიით უნდა იყოს მასწავლებელი; 3. 2015 წლის იანვრამდე უნდა იყოს მოქმედი მასწავლებელი. სასურველია პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
განაცხადის შეტანის წესი: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტმა განაცხადი უნდა წარადგინოსელექტრონული ფოსტის საშუალებით (Akhalterjola@mes.gov.ge) შემდეგ საბუთებთან ერთად დასკანერებული სახით: 1. განაცხადის ფორმა (მოცემული ფორმით); 2. ავტობიოგრაფია/CV; 3. პირადობის მოწმობის ასლი; 4. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის ასლი; 5. სპორტის მასწავლებლის შესაბამისი სერტიფიკატის/ან საგნის გამოცდის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი ცნობა. დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია: აპლიკანტი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, როგორც თვითგანვითარებით, ისე კოლეგებთან თანამშრომლობით, მათ შორის სკოლის ბაზაზე; შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. აპლიკანტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში.

ბოლო ვადა 20 ნოემბერი, 2017წ.
რეგიონი: იმერეთი
რაიონი: თერჯოლა
მისამართი: სოფელი ახალთერჯოლა
ტელეფონი :577 65 29 12
ელ-ფოსტა: Akhalterjola@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2017  aris.ge