მოსწავლეთა პროგრამების კოორდინატორი, თბილისი

ორგანიზაცია: ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 21.02.2018
 
ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლა აცხადებს კონკურსს მოსწავლეთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქციური დატვირთვა:

სემინარების ორგანიზება და წარმართვა პროექტების მომზადებისა და მართვის შესახებ;
კონსულტაციები პროექტების განხორციელების პერიოდში;
მოსწავლეთა პროექტების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსების ორგანიზება და წარმართვა (როგორც სკოლის შიდა, ასევე გარე დაფინანსების მიღებისათვის);
სკოლის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელება საგრანტო და სხვა კონკურსების შესახებ;
პროექტების დაფინანსების წყაროების მოპოვების ხელშეწყობა;
ერთობლივი პროექტების (მოსწავლეებისა და პედაგოგების) განხორციელების ხელშეწყობა, როგორც საქართველოს ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ანგარიშის მომზადება (წლიური, სემესტრული)
მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბების მუშაობის ხელშეწყობა;
სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის ინფორმირება მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების შესახებ;
საერთაშორისო გამოცდილების მიღების ხელშეწყობა;
სკოლის ფარგლებში არსებული მოსწავლეთა სხვადასხვა კლუბების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;

სამუშაო დატვირთვა ნახევარ განაკვეთზე.

სავალდებულო მოთხოვნები/ გამოცდილებები:

მოსწავლეთა კლუბებთან მუშაობა;
გუნდური მუშაობა;
საპროექტო განაცხადების მომზადება და მართვა;
პიროვნული მახასიათებლები: პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული
ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი;
ინგლისური - თავისუფლად წერის და საუბრის უნარი;
ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi42@mes.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 თებერვლისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. თბილისი ჩაიკოვსკის N9;
ტელ: +995 032 299 00 73
ელ. ფოსტა: tbilisi42@mes.gov.ge
ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2018წ.
ბეჭდვა
© 2018  aris.ge