აკადემიური თანამდებობები, თბილისი

ორგანიზაცია: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
ბოლო ვადა: 14.03.2018
 
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი:

მიკრობიოლოგია - პროფესორი (1 ადგილი), ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
იმუნოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი)

ბიოქიმია/გენეტიკის დეპარტამენტი: გენეტიკა - ასისტენტი (1 ადგილი)
ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი: ჰისტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი), ასისტენტი (1 ადგილი)
პათოლოგიის დეპარტამენტი: პათოლოგია -ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი:

ქცევის ფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) , ასისტენტი (1 ადგილი)
კლინიკური კვლევა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

ქირურგიის დეპარტამენტი:

უროლოგია- პროფესორი (1 ადგილი)
ზოგადი ქირურგია - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი: რადიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
ავტობიოგრაფია (CV)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს "აკადემიის" მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს "აკადემიის" მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი სასურველია იყოს "აკადემიის" მიერ დამტკიცებულ ფორმატში;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა.

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge ვებგვერდი http://www.tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 22 მარტს.
ბეჭდვა
© 2018  aris.ge