მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი , თბილისი

ორგანიზაცია: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
ბოლო ვადა: 12.03.2018
 
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე "მედიცინა" ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ სასწავლო კურსებზე:
ანატომია
ბიოქიმია
ქცევის ფიზიოლოგია/ქცევათმეცნიერება
ფიზიოლოგია
ფარმაკოლოგია
ჰისტოლოგია
საზოგადოებრივი ჯანდაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დიპლომირებული მედიკოსი;
ინგლისური ენა (სავალდებულო)

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ავტობიოგრაფია (CV);
განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) 2018 წლის 17 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი").
ბეჭდვა
© 2018  aris.ge