IT სპეციალისტი, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 30.05.2018
 
საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო აცხადებს ვაკანსიებს IT სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
სპეციალური განათლების არქონის შემთხვევაში,
აპლიკანტის კომპეტენცია უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით

სამუშაო გამოცდილება: აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება

უცხო ენა: ინგლისური/რუსული/გერმანული

კომპიუტერული პროგრამები: Word, Excel; PowerPoint

ზოგადი უნარები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

სამართლებრივი აქტები:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს კანონი ,,პერსონალური ინფრომაციის დაცვის შესახებ“;

ფუნქციები:
უნივერსიტეტის ბიზნესპროცესების უწყვეტობის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
უნივერსტეტის ვებ-გვერდის მომსახურების უზრუნველყოფა;
ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობის სტუდენტებისა და პერსონალისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ინტერნეტის მიწოდების უწყვეტობის მექნიზმების შემუშავება, ალტერნატიული წყაროს უზრუნველყოფა;
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცალკეული დავალებების საჭიროების მიხედვით შესრულება.

აპლიკანტმა პერსონალური ინფორმაცია (CV) უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: info@unigeo.edu.ge.
ბეჭდვა
© 2018  aris.ge