საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 30.05.2018
 
საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერის ვაკანსიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
სამუშაო გამოცდილება: აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება
უცხო ენა: ინგლისური
კომპიუტერული პროგრამები: Word, Excel; PowerPoint

ზოგადი უნარები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

სამართლებრივი აქტები:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“;

ფუნქციები:
უცხოეთის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
უცხოელი სტუდენტების მოზიდვა;
საერთაშორისო პროექტების მოძიება და მასში უნივერსიტეტის ჩართვა;
უცხოელი სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამეცნიერო კონფერენციების, კვლევების ორანიზებაში მონაწილეობის მიღება.
უნივერსიტეტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებების განხორციელება და უნივერსიტეტის რექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.

აპლიკანტმა პერსონალური ინფორმაცია (CV) უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: info@unigeo.edu.ge.
ბეჭდვა
© 2018  aris.ge