ქცევითი თერაპიის პროგრამის სპეციალისტი, ქუთაისი

ორგანიზაცია: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
ბოლო ვადა: 28.06.2018
 
პროგრამა: ქცევითი თერაპიის პროგრამა
პოზიცია: ქცევითი თერაპევტი
სამუშაო დრო და ანაზღაურება:  ინდივიდუალური გრაფიკი, ანაზღაურება განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის/პედაგოგიური/დაწყებითი განათლების  ან მეტყველების თერაპიისა თუ მომიჯნავე დარგებში
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
ინგლისური ან რუსული ენის  B  დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
კომპიუტერული უნარ-ჩვევები შემდგომ პროგრამებში: Microsoft Office; Internet, Google Drive

ზოგადი მოთხოვნები:
ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
პროფესიული განვითარების სურვილი
მიღწევის მაღალი მოტივაცია
შრომისმოყვარეობა
ენერგიულობა
კომუნიკაბელურობა
გუნდური მუშაობის პრინციპი
ლიდერული უნარ-ჩვევები
კარგი დროის მენეჯმენტი

ძირითადი მოვალეობები:
ბავშვის ოჯახთან პირველადი ინტერვიუს ჩატარება;
ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის, რეკომენდაციების დაწერა;
შეფასების დასკვნისა და რეკომენდაციების მშობლებისთვის გაცნობა;
შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და დეფიციტური უნარების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, სამუშაო პროგრამის შემუშავება;
ბავშვის ინდივიდუალური სამუშაო პროგრამის განხორციელება;
ბავშვის ინდივიდუალური სამუშაო პროგრამის ცხრილის წარმოება;
ქცევაზე დაკვირვება, დაკვირვების ბლანკების შევსება;
ბავშვის ქეისის წარმოება;
საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
პირადი სუპერვაიზერის/ხელმძღვანელის მიერ გაწეული რეკომენდაციებით მუშაობა;

და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელსა და ორგანიზაციის დირექტორთან

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება და გასაუბრებაში გასული პირების გადამზადება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის კონტაქტები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: +995 568480029, +995 568183366,+995 593 23 44 47.
ბოლო ვადა 2018 წლის 28 ივნისი.
ბეჭდვა
© 2018  aris.ge