სპეციალური პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: 107-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 18.02.2019
 
107-ე საჯარო სკოლა აცხადებს სპეციალური პედაგოგის ვაკანსიას.
კლასი 1-12

სკოლის ტიპი: საჯარო
ვაკანსიის ტიპი: გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი,ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებელთა გადამზადების 60კრედიტიანი პროგრამა.სასურველია სპეციალური განათლების მაგისტრი.უნდა იცოდეს ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები,სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა,ინდივიდუალური გეგმის შემუშავება სსსმ მოსწავლისათვის,მისი განხორციელება და მონიტორინგი.სასურველია ჰქონდეს სკოლაში მუშაობის სულ მცირე ერთ წლიანი გამოცდილება.სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
განაცხადის შეტანის წესი: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი) შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: tbilisi107@mes.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია: კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა)საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება.კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

ბოლო ვადა 18 თებერვალი, 2019წ.
რეგიონი: თბილისი
რაიონი: ისანი-სამგორი
მისამართი: თბილისი, ლილოს დასახლება, N107-ე საჯარო სკოლა
ტელეფონი: 2741488
ელ-ფოსტა: tbilisi107@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge