სპეციალური მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: 179-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 25.03.2019
ხელფასი: 500 ლარი
 
179-ე საჯარო სკოლას ესაჭიროება სპეციალური მასწავლებელი.
კლასი 1-12

სკოლის ტიპი: საჯარო
ვაკანსიის ტიპი: გამოცდილი მასწავლებლისთვის

სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 400-500 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
განაცხადის შეტანის წესი: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1 ავტობიოგრაფია/ cv; 2 პირადობის მოწმობის ასლი; 3 შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 4 შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); 5 სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან ნაწილობრივ წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება

ბოლო ვადა 25 მარტი, 2019წ.
რეგიონი: თბილისი
რაიონი: ისანი-სამგორი
მისამართი: თბილისი, ვარკეთილი3. მე-3 მკრ
ტელეფონი: 032 2796985
ელ-ფოსტა: tbilisi179@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge