სპეციალური მასწავლებლის დროებითი შემცვლელი, რუსთავი

ორგანიზაცია: რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 27.03.2019
ხელფასი: 525 ლარი
 
რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა ეძებს სპეციალური მასწავლებლის დროებითი შემცვლელს.
კლასი 1-9

სკოლის სპეციფიკა: საშუალო
სკოლის ტიპი: საჯარო
ვაკანსიის ტიპი: გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის

სამუშაოს დაწყება: 1 აპრილი, 2019წ.
სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 525 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლება, სპეციალური პედაგოგიკა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების გამოცდილება; გუნდური მუშაობის უნარი; კარგი საკომუნიკაციო და ინტერ-პერსონალური უნარები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში.
განაცხადის შეტანის წესი: CV გამოგზავნეთ სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაცია: კანდიდატი ირჩევა სპეციალური მასწავლებლის დროებით შტატზე ინტეგრირებულ-აუტისტურ კლასში . სასურველია: ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ან მოზარდის შეფასების, საგანმანათლებლო პროგრამის/ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა პირთან თანამშრომლობა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აკადემიური უნარების შეფასებაში სკოლის მასწავლებლებისათვის დახმარებისა და რეკომენდაციის გაწევა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა; საგნის მასწავლებლებისათვის საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში კონსულტაციის გაწევა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებების შესაბამისი აკადემიური უნარების განმავითარებელი და ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ ინტეგრირებულ კლასში მომუშავე სხვა სპეციალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლისათვის დახმარება და სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღება; კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ წარმატებებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და კლასის დანარჩენ ბავშვებს შორის ურთიერთობებზე, მოსწავლის საკლასო აქტივობებში ჩართულობაზე დაკვირვების წარმოება;

ბოლო ვადა 27 მარტი, 2019წ.
რეგიონი: ქვემო ქართლი
რაიონი: რუსთავი
მისამართი: მესხიშვილის მე-2 გას. N3
ტელეფონი: 0341 279065
ელ-ფოსტა: rustavi21@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge