ადრეული განვითარების სპეციალისტი ქუთაისში, ქუთაისი

ორგანიზაცია: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
ბოლო ვადა: 16.04.2019
ხელფასი: 1500 ლარი
 
ორგანიზაციას “ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“ ესაჭიროება ადრეული განვითარების სპეციალისტი.

პროგრამა: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა (ქუთაისი)
პოზიცია: ადრეული განვითარების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება:  განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის  მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/მეტყველების თერაპიაში/პედაგოგიკასა ან დაწყებით განათლებაში  (პრიორიტეტი ენიჭება ფსიქოლოგებს)
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან)
ინგლისური და/ან რუსული ენის  B-1  დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Google Drive.

ზოგადი მოთხოვნები:
ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების ცოდნა
პროფესიული განვითარების სურვილი
მიღწევის მაღალი მოტივაცია
შრომისმოყვარეობა
ენერგიულობა
კომუნიკაბელურობა
გუნდური მუშაობის უნარები
ლიდერული უნარ-ჩვევები
კარგი დროისა და რესურსების მენეჯმენტი

ძირითადი მოვალეობები:
ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო სტანდარტისა და შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით ბავშვის შეფასება, შეფასების ანგარიშის მშობლებისთვის გაცნობა, შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობლის/ძირითადი მომვლელის გაშუალებით ბავშვისა და ოჯახის  ინდივიდუალური ჩარევის  გეგმის შემუშავება, განხორციელება და ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება და მათი ოჯახის კეთილდღეობის მხარდაჭერა;
ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის  ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგებისა თუ ბაღისა თუ სკოლის კონსულტირება;
ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში;
ბავშვის უფლებების ადვოკატირება;
კრებებზე დასწრება და აქტიურობა;
პროგრამული თუ ადმინისტრაციული მენეჯერების სხვა დავალებების შესრულება

სუბორდინაცია და ანგარიშგება:
სუპერვიზორთან, პროგრამის კოორდინატორთან და ადმინისტრატორთან.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:
კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციი კოალიციის მიერ ქ. თბილისში.
ორგანიზაციაში აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება არის  დარიცხული 1000 - 1500 ლარი. ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1240 ლარი. შერჩეული კანდიდატი თავად იხდის კურსის საფასურს. გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი  და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/BRIDGEsocialinclusion?ref=bookmarks
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 593 23 44 47
ბეჭდვა
© 2019  aris.ge