საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი, თბილისი

ორგანიზაცია: ევროპის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 27.04.2019
 
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76 ; თბილისი, 0189, სარაჯიშვილის ქ. 17
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
ბრენდის მახასიათებლების (ლოგო, სლოგანი, ფერები და ა.შ) განსაზღვრისა და დამტკიცების უზრუნველყოფა; პერიოდულად ბრენდის მახასიათებლების გადახედვა და საჭიროებისამებრ კორექტირება;
არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ანალიზის, საგანმანათლებლო ბაზრის შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის გენერირების საფუძველზე, უნივერსიტეტის მისიის შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
ბაზარზე არსებული საფრთხეების სისტემატური შესწავლა, გამოვლენა და მარკეტინგულ სტრატეგიაში ასახვა;
ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მარკეტინგული, ერთობლივი პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
ბრენდის მახასიათებლებისა და ძირითადი ღირებულებების მაქსიმალური კომუნიკაციის ზედამხედველობა, როგორც გარე მხარეებთან ასევე უნივერისიტეტის თანამშრომლებთან;
ბრენდის პრომოუშენის სტრატეგიის მასიური არხებით (მაგ.: ბილბორდები, ტელევიზია, რადიო და ა.შ) დამუშავების ზედამხედველობა;
ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვის სტრატეგიის დამუშავების ზედამხედველობა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით იდეების მოგროვების, შერჩევისა და პროექტებად დამუშავება, უფლებამოსილ პირთან მათი კომუნიკაცია და აღსრულების ზედამხედველობა;
ბრენდის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების გეგმების შესაბამისი ბიუჯეტის მომზადება, უფლებამოსილ პირთან გეგმების შეთანხმება და საჭიროებისამებრ კორექტირება/დამტკიცების უზრუნველყოფა;
რეპუტაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროექტების (მაგ.: ოლიმპიადების, ცნობილი ადმიანების სემინარების, კონფერენციების) ინიცირების და ორგანიზებაში მონაწილეობა, ადგილებზე ბრენდის მახასიათებლების სათანადოდ წარმოჩენის ზედამხედველობა;
ორგანიზაციის წინაშე უკვე დამდგარ რეპუტაციულ რისკებზე რეაგირების რეკომენდაციების დამუშავება, უფლებამოსილ პირებთან რეკომენდაციების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირების ზედამხედველობა;
განსაზღვრული პერიოდულობით ბრენდის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა მმართველ გუნდთან;
უნივერსიტეტის ვებგვერდის და სოციალური ქსელების კონცეფციის შემუშავების, განვითარების, განსათავსებელი მასალების მომზადებისა და ეფექტური გავრცელების ზედამხედველობა;
თანამშრომლებში შიდა ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება HR-თან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის სპეციალობით; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
MS Office (Word - ძალიან კარგი, Excel - კარგი, PPT - ძალიან კარგი);
ინგლისური ენა - სრულყოფილად (მეტყველება, წერა)
განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
დაგეგმვისა და მართვის უნარი;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
მაღალი სამუშაო აქტივობა;
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

სამართლებრივი აქტები:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე hr@eu.edu.ge 27აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი”, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტის განაცხადის განხილვა ვერ მოხდება.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge