აკადემიური თანამდებობები, თბილისი

ორგანიზაცია: საქართველოს უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 02.05.2019
 
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსი აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

1. ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით (1 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი; საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

3. ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ნუტრიციოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფარმაკოგნოზიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტებია:
განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დანართი);
საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართი);
რეზიუმე არაუმეტეს 80 სიტყვისა, (იხილეთ დართული ნიმუში);
ფოტოსურათი (ზომით 3X4);
პირადობის მოწმობის ასლი;
აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
სამოტივაციო წერილი;
ორი სარეკომენდაციო წერილი;
საგნის სილაბუს(ებ)ი;
გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:
ა. აკადემიური ხარისხი. პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა; კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე ექვსწლიანი გამოცდილება;
გ. სამეცნიერო ნაშრომები.

დამატებითი კრიტერიუმებია:
ა. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ. სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
გ. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ. საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 1-ლი და 2 მაისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV კორპუსი, ოთახი 514.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 3 და 6 მაისს;

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2019 წლის 8 მაისი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 10 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://www.ug.edu.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge