საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა" თეორიისა და პრაქტიკული სწავლების პროფესიული განათლების მასწავლებელი, ხობი

ორგანიზაცია: საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი
ბოლო ვადა: 10.05.2019
 
საზოგადოებრივი კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს.

ვაკანსიის დასახელება: საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა" თეორიისა და პრაქტიკული სწავლების პროფესიული განათლების მასწავლებელი
სახელფასო სარგო: საათობრივი ანაზღაურება, 1 ჩატარებული საათის ღირებულება: 8 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნოჯიხევი
სამუშაოს ტიპი: სრული ან არასრული განაკვეთი სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ადგილების რაოდენობა : 1

სამუშაოს აღწერილობა:
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
  • სტუდენტების სწავლება პროფესიული სტანდარტის და დამტკიცებული პროგრამების, მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება;
  • საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება;
  • სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება;
  • სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე;
  • სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
  • სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა, სტუდენტთა შორის
  • ეფექტური და შედეგზე ორიენტებული სწავლების მეთოდების დახმარებით პროფესიული კადრების მომზადება;
შენიშვნა: აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საგანმანათლებლო ხარისხი: პროფესიული მე-4 და მე-5
  • უმაღლესი ან დარგში პროფესიით (ელექტროობა) მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
  • სასურველია აპლიკანტს ქონდეს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
2. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
  • Microsoft Office Word - კარგი
  • Microsoft office powerpoint - კარგი
  • Microsoft Office Excel - კარგი
  • ინტერნეტი - კარგი
მოთხოვნები:
  • მაღალი ხარისხის პროფესიული ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება
დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიტატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით , დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიტატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

კონკურსს ჩაატარებს საზოგადოებრივი კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია) გასაუბრებაზე კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიტატმა უნდა წარმოადგინოს:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის|მოწმობის ასლი
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. CV გადარჩევა, 2. გასაუბრება

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: 0493 27 53 05
ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com, college@phazisi.edu ge. "Subject"- ში აუცილებლად უნდა მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge