მოწვეული ლექტორი, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის სამედიცინო აკადემია
ბოლო ვადა: 30.05.2019
 
"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე "სამკურნალო საქმე" ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი ბიოქიმიის სასწავლო კურსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დიპლომირებული მედიკოსი; დოქტორის აკადემიური ხარისხი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია (CV); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2019 წლის 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი ბიოქიმიაში").

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge