აღმზრდელ-პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: საბავშვო ბაღი ფელიქსი
ბოლო ვადა: 23.05.2019
 
საბავშვო ბაღი "ფელიქსი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ვეძებთ გულისხმიერ, ენერგიულ, ხალას, ერთგულ, გონიერ და შემოქმედებით ადამიანებს (გოგონებს და ბიჭებს) პედაგოგის პოზიციაზე!

მოთხოვნები: აუცილებელი მოთხოვნა - ბაკალავრის განათლება (სფეროს მნიშვნელობა არ აქვს).  სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში, ასევე უპირატესობად ჩაითვლება შემოქმედებითი უნარები - მუსიკალური, ხატვის და სხვა. ასაკი: 22 წლიდან 30 წლის ჩათვლით

პიროვნული თვისებები: პუნქტუალურობა, თვითრეგულაციის უნარი, ემოციური წონასწორობა. ჰუმანურობა, ობიექტურობა, შემოქმედებითობა, მრავალფეროვნების მიღების უნარი, გუნდში მუშაობის უნარი

ფუნქციები და მოვალეობები: აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა, ბავშვის პიროვნული თვისებების შენარჩუნება-გაზრდა მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება. ბავშვის ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა. ბავშვების შეფასება სპეციალურად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე. თანამშრომლობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან, ბავშვთა განვითარების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტებთან (ექიმი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვ.). მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღიური განრიგის, გრძელვადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება/განვითარება. სასწავლო წლის და სემესტრის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესში მონაწილეობა. ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვ.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო-სურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@felix.ge

რეზიუმეების (CV) მიღების ბოლო ვადაა 23 მაისი.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge