CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: VIP Intellect Group
ბოლო ვადა: 30.05.2019
 
შპს ,,VIP Intellect Group” ერთერთი მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომლის მენეჯმენტს და ძირითად გუნდს მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

შპს ,,VIP Intellect Group“ ესაჭიროება CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

აუცილებელი მოთხოვნა:
მსურველმა უნდა წარმოგვიდგინოს სასწავლო პროგრამა ისე, რომ ლექციები მოიცავდეს 50%/50% თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რათა კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენმა მსმენელმა შეძლოს, როგორც პრაქტიკულად მისი გამოყენება, ასევე სურვილის შემთხვევაში CISCO-ს გამოცდაზე გასვლა და სერტიფიცირება.

პიროვნული ღირებულებები:
კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება; გუნდში მუშაობის უნარი; კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან; საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია.

სამუშაო საათები: კვირაში სამი დღე - არასრული დატვირთვით.
ანაზღაურება: ყოველი ჯგუფიდან ან შესრულებული შეკვეთებიდან 50%- დარიცხული ხელფასი.

მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.
ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.
მონაცემები გამოგვიგზავნეთ ninovipicg@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტრის შესახებ იხილეთ www.vipintellect.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge