საბავშვო ბაღის მასწავლებლის ასისტენტი , თბილისი

ორგანიზაცია: კავკასიის ფრანგული სკოლა
ბოლო ვადა: 30.05.2019
 
"კავკასიის ფრანგული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დეკრეტულ შვებულებაში გასასვლელი თანამშრომლის შესაცვლელად: საბავშვო ბაღის მასწავლებლის ასისტენტი 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2020 წლის 30 აპრილამდე

უნარ-ჩვევები: ქართული და ფრანგული ენების კარგი დონე; ბაღის უშუალო გარემოში მოსწავლის განვითარებასთან დაკავშირებული საბაზისო უნარების და პრაქტიკის ქონა; გუნდური მუშაობა და საგანმანათლებლო თემის თითოეული წევრის როლის გააზრება; აღსაზრდელებთან, მშობლებსა და გუნდთან კომუნიკაცია და ურთიერთობა

მოვალეობები: მასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა; აღსაზრდელების მოვლა, ჰიგიენა; აღსაზრდელთა სამუშაო სივრცეებისა და ინვენტარის მომზადება და მოწესრიგება; საგანმანათლებლო თემის ცხოვრებაში ჩართულობა; აღსაზრდელების მეთვალყურეობა სადილის, სამხრისა და შესვენებების დროს

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, ფრანგულ ენაზე შედგენილი CV და სამოტივაციო წერილი 2019 წლის 30 მაისამდე გამოგზავნონ მისამართზე: secretariat@efc.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge