კლასის კოორდინატორი, თბილისი

ორგანიზაცია: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 01.06.2019
 
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლასის კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სპეციალობით:  ფსიქოლოგი/განათლების ადმინისტრირება (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც); ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; კომუნიკაციის უნარი; დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარები; უნარი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები სხვადასხვა რთულ და პრობლემურ სიტუაციებში; პროფესიონალური ზრდის ინტერესი და მოტივაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:
კონკრეტული კლასის კოორდინაცია; სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში ბავშვებთან ერთად ყოფნა; საკლასო და გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება (ექსკურსია, თეატრი,  საკლასო ღონისძიებები, ლაშქრობები და ა.შ.); მოსწავლეების პორტფოლიოს წარმოება; საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.); მშობელთან კომუნიკაცია (ელ.დღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში მშობლის ვიზიტის დაგეგმვა); საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი საქმიანობის შესახებ.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კლასის კოორდინატორი".

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
ბეჭდვა
© 2019  aris.ge