ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბოლო ვადა: 20.05.2019
 
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და ლიტერატურის ენთუზიაზმით აღსავსე და დინამიკური მასწავლებლისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში; პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების  აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა; მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ; კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა; თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ; სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი; მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 მაისისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი".

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge