მუსიკის მასწავლებელი, საჩხერე

ორგანიზაცია: სავანის საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 02.06.2019
ხელფასი: 250 ლარი
 
სავანის საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას მუსიკის პედაგოგის პოზიციაზე 5-9 კლასებისათვის.

სამუშაოს დაწყება: 1 სექტემბერი, 2019 წ.
სამუშაო საათები: 9 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 220-250 ლარი/თვეში

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი; ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა; დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით; ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.
თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.
ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/ CV; გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს); დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ბოლო ვადა 2 ივნისი, 2019 წ.
მისამართი: საჩხერე სოფელი სავანე
ტელეფონი: 577621434
ელ-ფოსტა: savane@gmail.com
ბეჭდვა
© 2019  aris.ge