მუსიკის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: 41-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 22.06.2019
ხელფასი: 900 ლარი
 
41-ე საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე. 1-9 კლასებისათვის.

სამუშაოს დაწყება: 16 სექტემბერი, 2019 წ.
სამუშაო საათები: 18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: 800-900 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სერტიფიცირებული მასწავლებელი; არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი: განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონულ ფოსტის tbilisi41@mes.gov.ge მეშვეობით. ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/ CV; გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი; ე) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დამატებითი ინფორმაცია: კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

ბოლო ვადა 21 ივნისი, 2019 წ.
მისამართი: თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ.34
ტელეფონი: 0322250928
ელ-ფოსტა: tbilisi41@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge