ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, მცხეთა

ორგანიზაცია: ქსნის საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 05.08.2019
 
ქსნის საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე 1-9 კლასებისათვის.

სამუშაოს დაწყება 16 სექტემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები 10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-500 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს უფროსი, ან წამყვანი, ან მენტორის სტატუსი; ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა; დ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს. სასურველია ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი: ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (Ksani@mes.gov.ge) უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/ CV; გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს); დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი; ე) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაცია: კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებები შედგება 26 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. წარმოადგინეთ მხოლოდ მოთხოვნილი სერტიფიკატი.

ბოლო ვადა 5 აგვისტო, 2019 წ.
მისამართი მცხეთა , სოფელი ქსანი
ტელეფონი 577332101
ელ-ფოსტა qsanisajaro@gmail.com
ვებ-გვერდი Ksani@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge