საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: 192-ე საჯარო სკოლა
ბოლო ვადა: 14.06.2019
 
192-ე საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაოს დაწყება 16 სექტემბერი, 2019 წ.
სამუშაო საათები 12 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 318-380 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს უფროსი, ან წამყვანი, ან მენტორის სტატუსი; ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა; დ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს. სასურველია ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი: ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (tbilisi192@mes.gov.ge) უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/ CV; გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს); დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი; ე) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაცია: მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგანი - „მე და საზოგადოების“ ჩატარებაც. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებები შედგება 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. წარმოადგინეთ მხოლოდ მოთხოვნილი სერტიფიკატი. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ბოლო ვადა 14 ივნისი, 2019 წ.
მისამართი დიდი დიღომი მე-3 მკ/რაიონი
ტელეფონი 253 53 92
ელ-ფოსტა tbilisi192@mes.gov.ge
ბეჭდვა
© 2019  aris.ge