ქართული ენის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: გერმანული საერთაშორისო სკოლა
ბოლო ვადა: 21.06.2019
 
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2019 წლის 26 აგვისტოდან ეძებს ქართულის მასწავლებელს (დეკრეტული შვებულების განმავლობაში: 26.08.2019 - 31.01.2020).

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა არის ნაწილი ქსელისა, რომელშიც 140 საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლაა გაერთიანებული. 2019/2020 სასწავლო წელს სკოლაში სწავლობენ 1-ლიდან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები გერმანიიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით. ქართული ენა ჩვენს სკოლაში ისწავლება, როგორც მშობლიური ენა და ასევე, როგორც უცხო ენა (ფაკულტატიური საგანი).

2019/2020 სასწავლო წლისათვის ვეძებთ ქართული ენის პედაგოგს:

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; დაწყებით სკოლაში მუშაობის გამოცდილება (1-დან მე-4 კლასის ჩათვლით); მასწავლებლის სერთიფიკატი ქართულ ენაში; მზადყოფნა პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გუნდური მუშაობისთვის; მზადყოფნა ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისათვის

ჩვენ გთავაზობთ: მრავალმხრივ, მრავალფეროვან და შემოქმედებით საქმიანობას ჩვენს მზარდ სკოლაში, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მოტივირებულ და ინოვაციურ გუნდში მუშაობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს

გთხოვთ, 2019 წლის 21 ივნისამდე გამოაგზავნეთ განაცხადი (სამოტივაციო წერილი, რეზიუმე (CV), დიპლომების/სერიფიკატების ასლები, რეკომენდაციები - ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმეილით მისამართზე: sekretariat@deutscheschule.ge

ვებ-გვერდი: http://www.deutscheschule.ge

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ნინო ქურდაძე
ბეჭდვა
© 2019  aris.ge