ინგლისურის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: კრეატიული განათლების სკოლა
ბოლო ვადა: 20.06.2019
 
კრეატიული განათლების სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; საგნობრივი სერთიფიკატი; სქემაში ჩართულობა; ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების გამოცდილება; სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სკოლაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია!) თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა. მასწავლებლის და საგნობრივი სტანდარტის ცოდნა; მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ცოდნა; სასწავლო პროგრამების შედგენის უნარი (თემატური გეგმები და სილაბუსები); გაკვეთილისა და შეფასების სქემების შედგენა.

პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე; გუნდური მუშაობის უნარი; მოქნილობა; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება; მაღალ სამუშაო რიტმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის მოტივაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@ceschool.ge (მიუთითეთ პოზიცია) 2019 წლის 20 ივნისამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბეჭდვა
© 2019  aris.ge